თეა წულუკიანი: სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ

” მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში გუშინ ვიხილეთ”-იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტში არსებულ დებატებზე ისაუბრა და განაცხადა:

” მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში გუშინ ვიხილეთ. ეჭვი მთავრობაზე, რომ თითქოს ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელივ პარლამენტში მიიღება, თურმე მთავრობის მიერ გამოყენებული იქნება ხელისუფლების უზურპაციისთვის, ღიმილის მომგვრელია და უპასუხისმგებლო განცხადება”-აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად