თეა წულუკიანი: საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ავთანდილ გალდავასნაირი ადამიანები

„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ჩვენ ვიხილეთ ბანკის ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შსს-ს სისტემას, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო-ზემო სვანეთის შემადგენლობას“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანიმა ჟურანლისტებთან განაცხადა.

“თუმცა, არვინ მიწყენს თუ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ რომ სამეგრელოში მრავალი პოლიციელი იყო, ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, მადლობა ეკუთვნის მათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14 :00 საათზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, თავდამსხმელს 43 მძევალის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოთხოვნილ თანხა გადასცა. რის შემდეგ მძევლები გაათავისუფლეს.

გალდავა მძევლებს ჩაენაცვალა და თავდამსხლებმა ის კიდევ 2 მძევალთან ერთად ბანკიდან გაიყვანა. მოგვიანებით კი სამივე მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხითან დატოვა და ტყეში გაიქცა. თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად