თეა წულუკიანი: სააკაშვილი ალბათ ვერ დაბრუნდება, არ არის ის ფიგურა, რომელიც ჩამოვა

მიხეილ სააკაშვილი ალბათ ვერ დაბრუნდება, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.

„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს დაბრუნდეს, იმიტომ, რომ დროა, ალბათ, ძებნილები დაუბრუნდნენ სამშობლოს. კანონს ისინი ვერ გაექცევიან, აქ ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს და მუდმივად გადახვეწილები ხომ არ იქნებიან, ოდესღაც უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. მაგრამ ეს არ არის ის ფიგურა, რომელიც ჩამოვა. ეს არ არის ის ფიგურა, რომელზეც შეიძლება ამდენი საუბარი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები
იტვირთება...