თეა წულუკიანი: “სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია”

"რაკი მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ფორმალურად ამ დროისთვის სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა.

"პროცედურა არის შემდეგი, რომ ჩვენ ან ჩვენ თვითონ გამოვითხოვოთ ავთენტური ასლი პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის, რის საფუძველზეც დაიწყება მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, რადგან ფორმალურად დღეს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის. სააკაშვილის ოდესაში გადაყვანა არის ერთის მიმანიშნებელი, რომ ის მოარიდეს კიევს. რაკი მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია",-განაცხადა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პალიცა სააკაშვილმა ჩაანაცვლა. სააკაშვილმა დანიშვნამდე უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად