თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა განაცხადა არ შევიწყალებ რურუასო – მე რა კომენტარი გავაკეთო? მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა „მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შეუსრულებლობაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად