თეა წულუკიანი: „ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას

საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიის №4-მა თეა წულუკიანმა საპარლამენტო არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა.

თეა წულუკიანის თქმით, საკანონდმებლო ორგანოში “ოცნება” უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და საქართველეოს მთავრობას დააკომპლექტებს.

“ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელმაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, რომელზეც შეიძლება საჯაროდ საუბარი და საჯაროდ არ არის შესაძლებელი, გამოწვევების მიუხედავად 8 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, სირთულეების მიუხედავად უზრუნველყო ქვეყნის განვითარება. რაც მთავარია უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან, სიმშვიდე და სტაბილურობა.
მე იმედი მაქვს, ძალიან მალე, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მოდელით არჩეული პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და რა თქმა უნდა, ჩვენ, “ქართული ოცნება” ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი და დავაკომპლექტებთ მთავრობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა მედიასთან ხმის მიცემის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად