თეა წულუკიანი: ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩვენების წარმართვას დააკვირდება

პარტია “ქართული ოცნების” წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“, „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩვენების წარმართვას დააკვირდება.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან,  32 მათგანი, არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

“სადამკვირვებელო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩვენების წარმართვას დააკვირდება და აქ არის გამგეობის წევრი ფრიდონ ინჯია, რომელიც პარტიის მეშვიდე ნომერია და მსხვილი შემწირველი ამ პარტიისა.

ეს არის ნათელი მაგალით იმისა, როგორ სარგებლობენ ქართული ოცნების მიერ შემოტანილი ლიბერალური გამჭვირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით ოპოზიციური პარტიები, რათა შექმნან ცრუ ამბები ე.წ. ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცესკო ჰქვია და არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან კასკადი იმ პროვოკაციების, რომელიც არის გეგმაში. ეს ანალიტიკა მიეწოდება ოდირ-ს და რეალურად დამკვირვებლებს“,  – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად