თეა წულუკიანი ოპოზიციას: მოემზადეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ასე მიმართავ ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოციზიას.

“მოემზადეთ არაჩევნებისთვის, ხალხი იტყვის თავის სათქმელს. 2020 -ში იტყვის საქართველოს ამომრჩეველი, უნდა წავიდეს თუ დარჩეს “ქართული ოცნება”, თუ უნდა დარჩეს რამდენი წარმომადგენლით, უნდა დაბრუნდნენ თუ არა “ნაციონალები ხელისუფლებაში”.

რატომ არ უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის? მაგრამ, მათ იციან რომ არჩევნებით მომავალი არ აქვთ.

არავითარი პოლარიზება არ არსებობს, არსებობს “ნაციონალურ მოძრაობა”,  არსებობს მათ შორს მყოფი ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის. დღეს, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარებდა. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ცდილობდნენ ღონისძიებაზე შესვლას, თუმცა, პოლიციის მრავალრიცხოვანმა კორდონმა მათ ამის უფლება არ მისცა.

თეა წულუკიანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ საპროტესტო აქციას მათთვის დისკომფორტი არ შეუქმნია და აქციის მონაწილეებს მადლობაც კი გადაუხადა.

შეგახსენებთ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. როგორც  ირაკლი კობახიძემ  ჟურნალსიტებს განუცხადა, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად