თეა წულუკიანი: ნოტარიუსის თანაშემწის ქუჩაში მიკროფონით დევნა უფრო მნიშვნელოვანია ალბათ

"დროებით დანიშნულმა სტრატეგოსებმა და ნაციონალმა ისტერიკოსებმა განცხადებები რომ გააკონტროლონ საკუთარი, მერე კი ჩვენს თვალებს და ყურებს მიღმა იჩხუბონ ვის რა ეკუთვნის, უკეთესი იქნება"- ასე ეხმიანება თეა წულუკიანი რუსთავი 2 -ის გარშემო დღეს განვითარებულ უწყებებს და იმ ნაწილს, სადაც საუბარი საჯარო რეესტრსა და ნოტარიუსთა პალატაზე იყო.

"ჯერ დამნაშავე ეძახო საჯარო მოხელეს, მერე გადათქვა, მერე ბოდიში მოიხადო… მომავალი განცხადებების სანდოობისთვის ცუდია. სიმშვიდე ჯობს ყველაფერს. იდავეთ მშვიდად. ეს ჩხუბი და სეირი ვის აინტერესებს. არც დავის შედეგი არავის არ გვაინტერესებს. უბრალოდ ქვეყნისთვის საინტერესო არ მიგრჩეთ ამასობაში ყველაფრის მიღმა. და ასეთი დღეს მინიმუმ ერთი ვიზიტი მაინც იყო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას რომ ეხებოდა. მაგრამ რად გინდა, ნოტარიუსის თანაშემწის ქუჩაში მიკროფონით დევნა უფრო მნიშვნელოვანია ალბათ. მით უმეტეს, როცა ეს შემდეგ სიტყვის უკან წაღებით და ბოდიშით სრულდება."- წერს თეა წულუკიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...