თეა წულუკიანი ნათელაშვილზე: გვყავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც 7% რეიტინგი ექნება

“ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გყვავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი და ისიც ქართველია, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ”.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გყვავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი და ისიც ქართველია, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ. ამ ადამიანმა ძველ დროში, „ნაციონალები“ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, თქვა, რომ პარლამენტში არ შევდივარ. სინამდვილეში არ დაწერა წერილი, მან მოატყუა არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, არამედ საზოგადოებას, ჩვენ ყველას. მან თქვა, რომ არ შევდივარ პარლამენტში. ეს იყო ტყუილი, არ დაწერა წერილი, სინამდვილეში შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს, ამას ჰქვია „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც უქონელ ხალხზე ზრუნავს. ეს ნორმა არის ცოტა დაგვიანებული, ეს წინა მოწვევის პარლამენტებსაც უნდა მიეღოთ და მადლიერი ვარ, რომ ახლა ამის გასწორება ხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად