თეა წულუკიანი მურუსიძეზე: ჩემი აზრი დიდს არაფერს წყვეტს

ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში თეა წულუკიანმა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის ლევან მურუსიძის შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, მისი პირადი აზრი მურუსიძის შესახებ დიდად არ წყვეტს, აირჩევს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის კანდიდატურას.

“ჩემი აზრი დიდს არაფერს არ წყვეტს, იმიტომ რომ მე კენჭისყრაში არ ვღებულობ მონაწილეობას, საბედნიეროდ, იმიტომ რომ გაყოფილია სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სწორედ იმ რეფორმების წყალობით, რომელიც იუსტიციის საინისტრომ და მთავრობამ ჩავატარეთ ეს სამი წელიწადი, იუსტიციის საბჭო არის დეპოლიტიზებული”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, რამდენად აქვს ლევან მურუსიძეს შანსები, რომ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, არ იცის.

“მე მეკითხებით ამას სწორად, ლეგიტიმურად და პასუხი არ მაქვს, ეს ასეც უნდა იყოს, მე არ უნდა ვიცოდე მას აქვს თუ არა შანსები, არ უნდა ვიცოდე კის, თუ არას იტყვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან რომელიმე, მე ეს არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე, მაგრამ მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი”,-განაცხდა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად