თეა წულუკიანი: მუდმივად ჩვენ ვიყავით ზეწოლის ქვეშ, არ დააკავოთ ბაჩო ახალაია, არ დააკავოთ ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი

ჩვენ ველოდით მწვავე შეფასებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ მგონია, კინზინგერი ფიქრობდეს, რომ თუკი აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოზე შტურმს მიიტან, ეს ცუდია, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტზე შტურმს თუ მიიტან, ეს კარგია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადობის მხრიდან კრიტიკულ გამოხმაურებებს ელოდა.

„კრიტიკულ გამოხმაურებებს ველოდით, რადგან სწორედ ამას ვიხსენებდი, რვა წელი მე პირადად ამის მეტი არაფერი მინახავს. დღეს აღარ ვარ მინისტრი და შემიძლია, ხმამაღლა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მუდმივად ჩვენ ვიყავით ზეწოლის ქვეშ, არ დააკავოთ ბაჩო ახალაია, არ დააკავოთ ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, თურმე არ შეიძლება მას მართლმსაჯულებამ კითხვები დაუსვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად