თეა წულუკიანი: მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხში ჩემი ფუნქცია ამოწურულია

„მე სამი კანდიდატი დავასახელე, ამით ჩემი ფუნქცია ამოწურულია. ერთადერთი რაც რჩება არის ის, რომ დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მინისტრის თქმით, საბჭოს წევრები გაესაუბრებიან მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს.

"იქნებიან ეს პროკურორები ადვოკატები, მოსამართლეები თუ პროფესორები, რომლებიც ამ საბჭოს წევრები არიან და შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც ყველა მედიასაშუალება არის მიწვეული და იმედი მაქვს, ისინი დაესწრებიანამ პროცესს“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...