თეა წულუკიანი: მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად – ბატონ მინისტრს

მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად სისტემას, უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

„მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთლიანად სისტემას, უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, თუმცა ალბათ არვინ მიწყენს, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო, ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, ეს მადლობა ეკუთვნით მათ. მადლობა ეფუძნება იმას ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისა, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად