თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილს ქართულ ციხეში ექნება საუკეთესო კვება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თუ გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარს მას დააკავებე და ციხეში ექნება კარგი კვება – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც (მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ) დღეს პეიზაჟზე არის ყველაზე ძლიერი და უნარიანი, ეს კოვიდმაც აჩვენა ბევრ სხვა კონტექსტთან ერთად, აქედან გამომდინარე სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე ხდება მისი დაკავება სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს. ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ციხეში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად კომფორტული იქნება “ქართული ოცნებისთვის”?! იუსტიიცის მინისტრი პასუხობს, რომ მისთვის ყველა პატიმარი თანაბარია.

“დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მას ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი და ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს და სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ.

კარგი კვება არის პატიმრისთვის პოლიტიკური საკითხი და კარგად რომ მოექცე. როდესაც მათი დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და შემდეგ იქიდან გამოდიან ხოლმე ნაკვებნი და მოსუქებულები, ეს პოლიტიკური საკითხია.

მე არ მიგრძვნია ორი წელი, რაც პენიტენციურ სისტემაზე კოორდინაციას ვახორციელებდი არ მიგრძვნია არანაირი დისკომფორტი, ამას ვამბობ გულწრფელად, ჩვენთვის ყველა პატიმარი ერთი და იგივეა.

მე მაინტერესებს ის, რომ პატიმარი, იქნება ეს უგულავა ყოფილი პატიმარი, თუ მომავალი სააკაშვილი, მისი უფლებები იყოს დაცული და ვერავითარი საერთაშორისო შეფასებები ვერ შეგვიქმნის დისკომფორტს. ვინც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი, ეს საქმე ვერ იქნება ვერც გასარჩევი, რომელიმე უცხოელის მიერ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად