თეა წულუკიანი მელაშვილზე: ვფიქრობ, ეს ადამიანი უმძიმეს დღეშია, რადგან ადვოკატები და პოლიტიკური ძალები იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის

“საზოგადოება შოკშია, იმის მერე რაც მოისმინა ბატონი მელაშვილისგან, რომელმაც თქვა, რაც არ გვეკუთვნის, იმაზე არ უნდა ვიდაოთო”.

ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილის გულშემატკივარი ვერასოდეს იქნება.

„მე მინდა, მან იცოდეს, რომ მე არ ვარ მარტო. საზოგადოება შოკშია, იმის მერე რაც მოისმინა ბატონი მელაშვილისგან, რომელმაც თქვა, რაც არ გვეკუთვნის, იმაზე არ უნდა ვიდაოთო. რეალურად, შეუვალი მომლაპარაკებელია, მაგრამ საქართველოს მოწინააღმდეგე მხარეს უნდა იჯდეს. ეს მას კარგად გამოსდის. მაგრამ ცოტა მაინც თუ შეგვტკივა გული საკუთარ ტერიტორიასა და ეროვნულობაზე და ჩვენი ტერიტორიების მთლიანობაზე, ვფიქრობ, ეს ადამიანი უმძიმეს დღეშია, რადგან ადვოკატები და პოლიტიკური ძალები მას იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. მას აჯერებენ, რომ ის პოლიტპატიმარია, არადა ჩვეულებრივი პატიმარია და არაა გამორიცხული, რაც მან ეთერში საკუთარი თავის წინააღმდეგ ისაუბრა, ის მსჯავრდებულიც გახდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“.

ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და განმარტა,
მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან და თანხმდები.ივერი მელაშვილი: ბერი იქნება, ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია – არ არის სწორი, არ არის შენი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...