თეა წულუკიანი მედიას: 5 ივლისის მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს

თქვენ 5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ ამოჩემებული და სწორედ თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს პრემიერმა როდისმე ძალადობა მოიწონა ან ეს ძალადობა წაახალისა. პირიქით, მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილზე შეკრებისაგან, საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე და ამით მან 5 ივლისს მიმართა ლგბტ თემს, – ამის შესახებ ვიც-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა პრემიერ-მინისტრის ეს მოწოდება.

„მე ვერ მოვისმინე ისე, თითქოს რაიმე ტიპის წახალისება იყოს ძალადობის, პირიქით, თქვენ 5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ ამოჩემებული და სწორედ თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს პრემიერმა როდისმე ძალადობა მოიწონა ან ეს ძალადობა წაახალისა. პირიქით, მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილზე შეკრებისაგან, საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე და ამით მან 5 ივლისს მიმართა ლგბტ თემს. ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა პრემიერ-მინისტრის ეს მოწოდება და მხოლოდ და მხლოდ მათი ინტერსებიდან იყო გამომდინარე. უფრო მეტიც – მთავრობამ და მისმა მეთაურმა მაშინ შესთავაზა ლგბტ თემს, რომ თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან. მე მესმის, რომ თქვენ, ზოგიერთ მედიას და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი არის პროვოკაციების კასკადი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მე ვვარაუდობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ლგბტ თემმა მაშინ პრემიერ-მინისტრის განცხადება არ გაიზიარა“, – განაცხადა თა წულუკიანმა.

კომენტარები
იტვირთება...