თეა წულუკიანი: მაქვს განცდა, რომ ბევრი ადამიანი დაიღალა ამის მოსმენით – შევალ, არ შევალ, მოდი, შემოდი და ა.შ.

“მე არავითარ შემთხვევაში ხელს არ მიშლის მუშაობაში ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც გახდა დეპუტატი პარლამენტში არ ბრძანდება”.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მაქვს განცდა, რომ ბევრი ადამიანი დაიღალა ამის მოსმენით – შევალ, არ შევალ, მოდი, შემოდი და ასე შემდეგ. მე არავითარ შემთხვევაში ხელს არ მიშლის მუშაობაში ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც გახდა დეპუტატი პარლამენტში არ ბრძანდება, თუ ისინი თვლიან, რომ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე ვალი აქვთ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და ოპონირება გაგვიწიონ, დაე შევიდნენ ამ პარლამენტში. თუ არ აქვთ ამის სურვილი – ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან ისინი აგებენ პოლიტიკურად პასუხს საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია დღევანდელ საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის, ამიტომაც მათი გადასაწყვეტია ეს და ისინი თავად აგებენ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად