თეა წულუკიანი კერძო კომპანიებს: არ გამოიძახოთ თანამშრომლები, სექტემბრამდე დისტანციურად გააგრძელეთ მუშაობა

საქართველოს ვიცეპრემიერი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კერძო სტრუქტურებს მოუწოდებს, სექტემბრის თვემდე არ გამოიძახონ თანამშრომლები სამსახურში და დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. თეა წულუკიანის თქმით, თბილისში გაჩნდა კორონავირუსის გადადების საფრთხე, რადგან რამდენიმე ინფიცირებული წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

„თბილისში გაჩნდა ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შესაბამისად ის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც დაუდასტურდა ბოლო საათებში კორონა ვირუსი, ისინი აბსოლუტურად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან, 25-30-70 ზევითა ასაკის და არაერთი მათგანის შემთხვევაში ვერ დგინდება ვისგან გადაედოთ ვირუსი.

ეს არის საგანგაშო და ამიტომაც გვინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის ელემენტარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები რომელიც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ დადგენილი გვაქვს ყველას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ნაწილში გაგრძელდება ზრუნვა იმისთვის, რომ საპატიმროებშიო არ იქნეს შეტანილი ვირუსი. თუმცა, ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება. არ იგეგმება რომ შეწყდეს. მაგრამ, ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ პენიტენციური სამსახური ამის მიღმა გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს, იმისთვის, რომ საპატიმრო დარჩეს ვირუსის მიღმა“ იუსტიციელები გააგრძელებენ როგორ აქამდე იყვნენ, სექტემბრის თვემდე სავარაუდოდა სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევისა თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი.

ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, მაგალითი რომ კერძო სტრუქტურებმა სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ გამოიძახონ, მიუხედავ იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუქნციონირებისთვის. კარგი ამინდია, ყველას გვინდა რომ სკოლის დასრულებისთანავე ოჯახებმა დაისვენონ, რაც კარგია, მაგრამ დასვენებისას ყველამ უნდა დაიცვას წესები იმისთვის, რომ არ დაავადდეთ კორონავირუსით“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად