თეა წულუკიანი იუსტიციის საბჭოს: არ არის კარგი, რომ არ დაგვხვდა ნინო გვენეტაძე

ამ წუთებში სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან.

როგორც გუშინ მოსამართლეთა კონფერენციას, ასევე დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რის გამოც იუსტიციის მინისტრისგან თეა წულუკიანისგან საყვედური მიიღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და კონკრეტულად მოსამართლე თამარ ალანიამ. 

"არ არის კარგი როდესაც ჩვენ მოვედით და არ გვხდება საბჭოს ხელმძღვანელი, იქნებ უკეთესი ორგანიზება გავუკეთოთ შეხვედრებს",-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო რედისონში შეკრებილ იუსტიციის საბჭოს წევრებს. 

კომენტარები
იტვირთება...