თეა წულუკიანი ირმა ნადირაშვილს: მე ძალიან მიყვარს ადამიანები, არამცთუ ადამიანები, თქვენც კი მიყვარხართ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრს ირმა ნადირაშვილს მიმართა.

„სად არის თქვენ გვერდით კოლეგა რომ იჯდა. ქალბატონი ირმა სად არის, თუ ინგა? ქალბატონი თინაც არ არის, ვინც ეს ნოტარიუსი ახსენა. მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არამცთუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ და აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში არის გაწერილი, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით, მაგრამ, ვამბობ რა ამას, ვიტყვი, იმიტომ რომ, ხელმძღვანელმა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა სიტყვა მომცა და ეს ჩემთვის ვალდებულებაა, რომ სერიოზულად გაგცეთ პასუხი”. – ასე მიმართა თეა წულუკიანმა ირმა ნადირაშვილს და თინა ბოკუჩავას.

“უბრალოდ, მაინც ვიტყვი, რომ არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, თქვენთან, რომლის პოლიტიკურ ლიდერად არის უკვე ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში თუ რატომ არ ახსენებთ? აი, ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და დღეს საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე.” – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი ამ განცხადების დროს, გიგა ბოკერიამ პარლამენტის დარბაზის დატოვება დაიწყო, რაზეც წულუკიანის რეპლიკამაც არ დააყოვნა,

“წადით, ბატონო გიგა, წადით, თქვენ ვერ აიტანთ ჩემს მონოლოგს. მიბრძანდით, მიბრძანდით, ტელევიზორი ჩართეთ, იქიდან უფრო ადვილად მომისმენთ.

რაც შეეხება ნოტარიატს, მე მინდა, ყველას შევახსენო, არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს.  მე არ ვაპირებ, როდესაც მე აქ წარვდგები თქვენს წინაშე მინისტრის საათის ფორმატში და ეს არჩევნებამდე იქნება, მაშინ ნებისმიერ კონკრეტულ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამიტომ, დაანებოთ იქნებ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. „კოვიდის“ და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერ ნოტარიუსს, ინსპექტირებისას თუ აღმოჩნდა, რომ მან დაარღვია წესი, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება და ნუ აპოლიტიზებთ ამ თემას,საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. ნუ აფიქრებინებთ ამას საზოგადოებას”. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად