თეა წულუკიანი ირაკლი იმნაიშვილს: თქვენ ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ ცანცარა მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნა?

“სააკაშვილი არის ძებნილი და უკრაინის მხარემ 2-ჯერ გვითხრა უარი. ერთხელ გვითრეს არ ვიცით სად არისო, ღიმილის მომგვრელია ალბათ ეს პასუხი – ექსტრადიციის მოთხოვნაზე უკრაინამ პროკურატურას უპასუხა არ ვიცით სად არისო“ – ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” წაყვანის კითხვას, თუ რატომ ვერ ჩასვა ხელისუფლებამ ინტერპოლის სიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, არის ასეთი სამართლებრივი წერილის ტერმინი და მეორე, ეს ჩვენი მოქალაქეა და ვერ გადმოგცემთო. რა თქმა უნდა ჩვენ ვერაფერი ვუპასუხეთ, იმიტომ რომ ჩვენც, ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს არ ვაძლევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვერ მოხერხდა მისი დაკავება და ის პრინციპში უმეტესი დრო იმყოფებოდა უკრაინაში.

მიზეზი თქვენ ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა? კაცია და გუნება” – განაცხადა თეა წულუკიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად