თეა წულუკიანი: ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც პოლიციელი არის შეურაცხყოფილი ჩვენს ქვეყანაში

“არ არსებობს ჩემი გადასახედიდან სპეცოპერაცია, რომელსაც არ ჰქონდეს ხარვეზები, ასეთი ბუნებაში არ არსებობს, რადგან სპეცოპერაცია არის იმის ოპერაცია, რომ ის ხორციელდება განსაკუთრებული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, ვფიქრობ, 20 ივნისის მოვლენების პირობებში იმ უკანონო თავდასხმის პირობებში , რომელიც პარლამენტზე განხორციელდა და მავანს ჰქონდა, იმის ილუზია, რომ რეალურად ხელისუფლებას ჩამოაგდებდა და ქვეყანას გადააგდებდა მრავალი წლით უკან, ამის თავიდან აცილება ჩვენმა სტრუქტურებმა შეძლეს. იყო ხარვეზები, მაგრამ მე ვფიქრობ, პოსტფაქტუმ ადვილია ყველასთვის საუბარი, მათ შორის ჩემთვის, მაგრამ როდესაც მართავ სპეცოპერაციას, მაშინ ადამიანი ხარ გაცილებით უფრო მძიმე რეჟიმში, ვიდრე არის უბრალოდ ამ სპეცოპერაციის კომენტირების რეჟიმი”.

​ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს 20 ივნისის მოვლენებში ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უნდა შევეცადოთ, მოვლენები, ყველა კუთხიდან, ობიექტურად შევაფასოთ.

“თუ ჩვენ 20 ივნისის მოვლენებს შევაფასებთ ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ ერთ რომელიმე ჭრილში, ვნახავთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პოლიციამ და შს სამინისტროს სტრუქტურებმა შეძლეს, რომ პარლამენტზე თავდასხმა და ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტში უკანონო შემოჭრა თავიდან აეცილებინათ. აქედან გამომდინარე, მათ აარიდეს ქვეყანას ქაოსი და მოვლენების უკანონო განვითარება. თუ ჩვენ არ გვინდა, ამას არ დავინახავთ. მე კი ვფიქრობ, რომ უნდა გვინდოდეს მოვლენები შევაფასოთ ობიექტურად. რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტკივილია იმ მოქალაქეების, განსაკუთრებით ფიზიკური ისეთი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც პრაქტიკულად პირველადი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, ეს არის დიდი ტკივილია, ამავე დროს დიდი ტკივილია ნაცემი პოლიციელი. ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც პოლიციელი არის შეურაცხყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით გთავაზობთ, რომ მოვლენებს მრავალმხრივ შევხედოთ, მე არასოდეს ვყოფილვარ შს მინისტრი, არ შეიძლება მინდოდეს, რომ გავაკეთო ისეთი განცხადებები , როდესაც ვამბობთ ხოლმე სხვა სხვის ომში ბრძენიაო, არ მაქვს ამ სიბრძნეზე არავითარი პრეტენზია”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...