თეა წულუკიანი: დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა აწამა ჩვენი მოქალაქეები და ეთნიკური წმენდა განახორციელა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა აწამა ჩვენი მოქალაქეები და ეთნიკური წმენდა განახორციელა, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები.

ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამოქალაქო პირი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და დადგინდა შესაბამისად, ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი. ამ დოკუმენტში მნიშვნელოვანია ის, რომ ითქვა დარღვევები ეხება არა მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს ზოგ შემთხვევაში და ზოგიერთ შემთხვევაში 10 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულ იქნენ და აქ დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები და დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ, დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას ახორციელებს სწორედ რუსეთი და არა რომელიმე თვითაღიარებული და არ აღიარებული წარმონაქმნი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტიება მიიღო და საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო. დეტალების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად