თეა წულუკიანი: დღეს გამოდის ვინმე ქემოკლიძე, განცვიფრებულია, რომ თურმე სუსს აქვს იმის რესურსი, რომ თებერვლიდან აგვისტომდე ათობით ათასი ფაილი შექმნას – ეს არის გაუგონარი ზღაპარი

დღეს გამოდის ვინმე ქემოკლიძე(პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე), განცვიფრებულია, რომ თურმე ახლა, მას მერე, ჩვენ რომ მიგვატოვეს, წავიდნენ, მელია გახადეს თავისუფლების ბრძოლის ხატი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კასკადი აჩვენეს, თურმე სუსს აქვს იმის რესურსი, რომ თებერვლიდან აგვისტომდე ათობით ათასი ფაილი შექმნას – ეს არის გაუგონარი ზღაპარი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ამიტომაც მე ვსვამ ლეგიტიმურ კითხვებს და კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. ყველას მინდა მოვუწოდო, დაინდონ გარდაცვლილი ოჯახის და გარდაცვლილი, როგორც ქართული ღირებულება. მესმის, რომ „მეტრუპეობა“ არის მათი ყველას ხელობა. ოპოზიცია ემზადება დესტაბილიზაციისთვის. ჩვენ მეცხრე წელია ხელისუფლებაში ვართ და კიდევ შეგვიძლია გამოვიდეთ და ხალხს ველაპარაკოთ ისე, რომ კრიტიკაც მოვისმინოთ და გულწრფელი დიალოგი გვქონდეს. ეს არ უნდა იყოს გამოძიება, რომელიც დაიწყო, გაიწელა და შედეგი არ მოგვცა – ეს იქნება მომაკვდინებელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და სწრაფად აჩვენოს შედეგი. ჩვენი მთავარი გამოწვევაა – ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არჩევნების მეორე დღეს არ იყოს დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა ეს მცდელობა რომც იყოს, ვერაფერს მოიტანს“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები
იტვირთება...