თეა წულუკიანი: დავით ბაქრაძე წინა ხელისუფლების მოლაპარაკე დათუნია და სააკაშვილი-ადეიშვილის “გამპრავებელი” იყო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას “ევროპული საქართველოს” ერთერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს “წინა ხელისუფლების მოლაპარაკე დათუნია” უწოდა.

“რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა და არ მიხვდა ამას მაშინ, როდესაც მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და “გამპრავებელი“, ბოდიში ამ სიტყვებისთვის, სააკაშვილის, ადეიშვილის და მერაბიშვილის. ახლა მიხვდა, როცა თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შგახსენებთ,  დავით ბაქრაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში  განცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

მისი თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად