თეა წულუკიანი და შალვა კიკნაველიძე სოფელ სვირის მოსახლეობას შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე სოფელ სვირში მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

თეა წულუკიანის თქმით მნიშვნელოვანია სახელმწიფოში გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო. მინისტრმა მოსახლეობას იმ პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდა, რომელიც უშუალოდ მათთვის შეიქმნა და არაერთმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.

შეხევდრისას ყურადღება გამახვილდა „აწარმოე საქართველოში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და სხვა პროექტებზე. იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა 8 ოქტომბერს ხმა მისცენ მომავალს და უარი უთხრან წარსულის დაბრუნებას.

შალვა კიკნაველიძემ შეკრებილ მოსახლეობას განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად