თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებენ

თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცე პრემიერის თანამდებობას დაიკავებენ. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ერთი გახლავთ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის ძველი გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს”,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის სხდომა პირველად იმართება. გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად