თეა წულუკიანი: ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში!

“არის მკაცრი რეგულაციები, ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში. ვინც არის ან უნაყოფო წყვილი ან წყვილი რომელსაც ჰყავს შვილები, მაგრამ უნდა რომ ჰყავდეს სხვა ბავშვი სუროგაციის მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დათქმებით, რათა არამხოლოდ ბავშვის, არამედ იმ სუროგატი დედის უფლებებიც იყოს დაცული”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

“ძირითადად, ესენი არიან 100 % საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელს და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით საქართველოში ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს რომელთა 90 % არის უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები, ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება კლასიკურ ხელოვნურ განაყოფიერებას, აქ არავითარი ახალი რეგულაციის შემოტანის უფლება იუსტიციის მინისტრს არ აქვს და შესაბამისად, არავითარი ახალი რეგულაცია, კლასიკურ ხელოვნურ ინვიტრო განაყოფიერებასთან არ არის. ამიტომ მარტოხელა დედებსაც შეუძლიათ, კლასიკური ხელოვნური განაყოფიერება, როგორც ჰქონდათ დაგეგმილი – აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში გააკეთონ, ჩაიტარონ და მათ ამაში მხოლოდ და მხოლოდ დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად