იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იბერიაში” ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას, განაცხადა, რომ პროქართველები უნდა ვიყოთ.
“თავი და თავი ალბათ არის ის, რაც არც ალასანიას ეხება და არც მე და არის ზოგადად საქართველოში არსებული პრობლემაა, მემგონი ამას პირველად ვამბობ. პრობლემაა, რომ საქართველოში ან უნდა იყო პროევროპელი, დასავლური მოაზროვნე, თუ ასეთი არ ხარ უნდა იყო პრორუსი და გინდოდეს ევრაზიულ კავშირში შესვლა. არადა ჩვენ ყველანი ვართ და უნდა ვიყოთ მე ასე მგონია, პროქართველები. სხვნაირად არ ვიცი როგორ ვთქვა.
ის რომ საქართველო ბუნებრივად არის ევროპული ქვეყანა, რომ ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ და ამას ვრანაირი ევრაზიული კავშირის შექმნა და არსებობა ჩვენ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვერ შეცვლის, ეს არის ფაქტი”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.