თეა წულუკიანი: ჩვენ გვექნება ძალიან დიდი სამუშაო მედიაციის კანონის იმპლემენტაციაზე

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

“გადაისინჯება „პატიმრობის კოდექსი“, სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსიც, როგორც ამას ითვალისწინებს ნატო-თან ჩვენი სამოქმედო ეროვნული წლიური გეგმა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ საჯარო კონსულტაციებს შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონზე, რომელსაც, ასევე, წარმოგიდგენთ.

თქვენ წინაშე უკვე იყო წარმოდგენილი მედიაციის შესახებ კანონი და გაისად ჩვენ გვექნება ძალიან დიდი სამუშაო მედიაციის კანონის იმპლემენტაციაზე, რადგან უნდა შეიქმნას მედიატორთა ასოციაცია, საჭირო იქნება ეთიკის ნორმები და საჭირო იქნება ამ ინსტიტუტის სწრაფად ამუშავება, რათა ჩვენი სასამართლოები განიტვირთონ მცირე დავებისგან და შეძლონ, არ გვალოდინონ თითოეული ჩვენგანი, როდესაც საქმეებს იხილავენ წლობით და, იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რა არის ჩვენ მიერ ან ჩვენ წინააღმდეგ წამოწყებული დავის შედეგი” – განაცხადა თეა წულუკიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...