თეა წულუკიანი: ჩემი აზრით, “ლელო” ასე ლელოს ვერ დადებს

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

„რა დროსაც ახლა ჩვენი ეთერი მიმდინარეობს, თურმე სხვა არხზე პარალელურად მიმდინარეობს ეთერი, სადაც ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, რომელიც აღწერს რა ხდება №17 დაწესებულებაში დღეს. არადა, №17 დაწესებულებაში არც წელს ყოფილა, არც შარშან და რც იმის წინ. ის №17 დაწესებულებაში იყო 2016 წლამდე. არადა ლომჯარიას ანგარში(სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. „აიპრესი“).
ბოლო დროს როდესაც ჩვენ ციხეები შევიერთეთ, ეს პატიმარი იყო №16 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები სწავლობენ, ატელიეში ჩანთებს კერავენ, ხატავენ, უმაღლესში აბარებენ.
ესენი არიან პატიმრები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მზად თავისუფლებისთვის.
ეს პატიმარი როგორც კი გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა რომ მან საკმაოდ ბევრი წელი მოიხადა 2012 წელიდან, იმისთვის რომ 3 წლამდე ბავშვის და 2 ზრდასრულის სიკვდილი გამოიწვია, იმიტომ რომ მთვრალი იჯდა საჭესთან, ეს ადამიანი გაწევრიანდა „ლელოში“და დღეს საუბრობს აბსურდს. შესაბამისად, ჩემი აზრით „ლელო“(მოძრაობა, რომელიც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნებს. “აიპრესი”) ასე ლელოს ვერ დადებს“ – „განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად