თეა წულუკიანი: ბევრმა მისაყვედურა ლევან მურუსიძის კანდიდატურის გამო

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის პოსტზე ლევან მურუსიძის კანდიდატურის გამო მას უსაყვედურეს. წულუკიანი მათ შორის ვინც უსაყვედურა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ასახელებს.

“ბევრმა მისაყვედურა, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომ ვითომ რეფორმები ტარდება და მაშინ ასეთი კანდიდატი საიდან გაჩნდა. მე მათ შევახსენებ და ასევე სხვა ოპონენტებს, რომ ის რეფორმა რომელიც მე მიმყავს სამთავრობო რეფორმატორული  საქმიანობის ფარგლებში, არ გულისხმობს ადამიანების გადაყენება-დანიშვნას, ეს გულისხმობს კანონების ცვლილებას და ინსტიტუციური დემოკრტიის, სისტემის შექმნას, რომელიც სწორად იფუნქციონირებს და არა იმის გადაწყვეტას, ვინ იქნება მოსამართლე და ვინ არა”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

წამყვანის რეპლიკაზე: “თუმცა პიროვნებებიც როლს თამაშობენ” – თეა წულუკიანმა განაცხადა:

“როლს თამაშობენ, ამიტომაც მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი, რომელიც გამოვთქვი ერთხელ, გამოვთქვი ორჯერ, დანარჩენს მე მეტს ვერაფერს ვიზამ. თითოეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც დაჯდება კენჭისყრის მაგიდასთან, ის არის დამოუკიდებელი და თავისუფლად შეუძლია მისცეს კი, ან მისცეს არა.

მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეებზე მონაწილე მოსამართლე, იქნებოდა ეს გირგვლიანის საქმე, რომელმაც რეალურად გადატეხა წელში წინა ხელისუფლება, იმდენად ამაზრზენ მკვლელობასთან გვქონდა საქმე, როგორც სტრასბურგის სასამართლომ ეს თქვა, სხვა საქმეები რომ არ ჩამოვთვალოთ, ეს ერთიც კმარა იმისთვის, რომ საზოგადოებას და მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, გვქონდეს კითხვა, რაშია საერთოდ საჭირო?”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...