A1 ბანერი

თეა წულუკიანი: არჩევნებზე კანდიდატებს შორის დაძაბული კომუნიკაცია ძაბავდა მხარდამჭერებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატებს შორის დაძაბული კომუნიკაცია ძაბავდა მხარდამჭერებს.

“რა თქმა უნდა ყველა ვთანხმდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

კანდიდატებს შორის იყო დაძაბული კომუნიკაცია, რაც ძაბავდა ფონს, არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ მათ მხარდამჭერებსა და სხვა პარტიების აქტივს შორის. ეს რა თქმა უნდა შემდეგში უნდა გავითვალისწინოთ და კარგი იქნება,თუ ყველა პარტია, მმართველი თუ ოპოზიციური, კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...