იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მის ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრობს. როგორც მან ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, ალასანიას ბრიფინგი, რომელიც მან ხელისუფლების დატოვების შემდეგ გამართა, სისულელე იყო.
“ის ბრიფინგი რომელიც ალსანიამ შარშან, ნოემბრის თვეში ჩაატარა იყო სხვა არაფერი თუ არა დიდი სისულელე და მე ამ სიტყვის არ მომერიდება”,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იბერიის”ეთერში განაცხადა.
“ამ დიდ სისულელეში რომ არ აღმოვუჩნე მე მას მხარდაჭერა, ამიტომ მე დღეს ვიმსახურებ რეალიტივისთვის დამახასიეთებელ ეპითეტებს”,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.