თეა წულუკიანი: 2020 წელი “ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება

2020 წელი “ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როდესაც გამოცდაზე მივდიოდი, ყოველთვის მეგონა, რომ კარგ ნიშნავს მივიღებდი და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე. ასე ვარ არჩევნებში.

მგონია, რომ გაისადაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე ღირსეულად წარვსდგებით და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ 8 წლიან საქმიანობას, რომელიც სირთულეებით იყო სავსე, მითუმეტეს, ოკუპაციის, ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

დავგეგმავთ, თუ რას გავაკეთებთ ერთად მომავალში. ვფიქრობ, მომავალი წელი “ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად