თეა წულუკიანი ელისაშვილზე: როცა ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და უარს ამბობ, გაკვირვებას იწვევს

“როცა ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, რომ დავით სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ, მიშას მოკავშირედ ხარ იმ წარსულის ადამიანი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემში, ერთ ქართველ ამომრჩეველში გაკვირვებას იწვევს”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერში” პარტია “მოქალაქის” ლიდერის ალეკო ელისაშვილის მისამართით განაცხადა.

თეა წულუკიანმა 2010 წლის არჩევნების მაგალითი გაიხსენა, როცა თავად არჩევნებში დამარცხდა, ალეკო ელისაშვილი კი ჟურნალისტი იყო და მას კითხვებს უსვამდა, რატომ ვერ შეძლო “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება.

“მე ვყოფილვარ ახლად შექმნილ მიკროპარტიაში 2010 წელს, რომელიც არჩევნებში პირველივე ცდაზე დამარცხდა. ეს იყო 2010 წლის მაისი და მაშინ ბატონი ალეკო ელისაშვილი იყო ჟურნალისტი, რომელიც გვეკითხებოდა და მისი კითხვები დღესაც ჩამესმის ყურში: რანაირად დამარცხდით, როგორ ვერ შეძელით დაგემარცხებინათ “ნაციონალური მოძრაობა”? ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა მაშინ როგორც მე – რესპოდენტს და მას -ჟურნალისტს. როდესაც მიკრო პარტიას ქმნი, იმიტომ რომ ასე იქმნება თავიდან ყველა პარტია, სანამ გადიდდება და გაიზრდება. როცა ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, რომ დავით სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ, მიშას მოკავშირედ ხარ იმ წარსულის ადამიანი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემში, ერთ ქართველ ამომრჩეველში გაკვირვებას იწვევს” -განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად