თეა თუთბერიძე: პომპეოს ადგილზე, არც მე შევხვდებოდი ოპოზიციას, რადგან რუსული სპეცსამსახურების აგენტურა მიიტმასნეთ

“უკმაყოფილო სტატუსებს ვკითხულობ ამერიკის სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოში ჩამოდის მაგრამ ოპოზიციას არ ხვდებაო.
მეგობრებო, მეც რომ პომპეოს ადგილზე ვიყო არც მე არ შევხვდებოდი ოპოზიციას. და იცით რატომ? – ასე მიმართავს მოძრაობა “კმარას” დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი თეა თუთბერიძე სოციალური ქსელით ოპოზიციურ პარტიებს.

“მთელი ნაგავი რუსებზე მომუშავე, რუსული სპეცსამსახურების აგენტურა და მერე მათგანვე გამოსროლილი ტიპები მიიტმასნეთ და გვერდით გყავთ დაყენებული და რუსების აგენტურას თუ უნდა ველაპარაკო, მათგან მოსროლილ ტიპებს არ დაველაპარაკები. იმათ დაველაპარაკები ვინც ძალაუფლებას ფლობს.
რატომ უნდა ველაპარაკო ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს, ეკა ბესელიას, გუბაზ სანიკიძეს, შალვა ნათელაშვილს, ალეკო ელისაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს და ა.შ. და ა.შ.??” – წერს თეა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მეუღლესთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად