თეა ახვლედიანი: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მაცხოვრებლებს covid19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების საშუალება ექნებათ

covid19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციაში მონაწილეობა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაში მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინა ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტი ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...