თეა ადეიშვილი თეა წულუკიანს: ნუ იქნებით დაღრეჯილი, არ უხდება ეს ჩვენ ქვეყანას

ნუ იქნებით დაღრეჯილი, არ უხდება ეს ჩვენ ქვეყანას, – ასე მიმართა “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარის” წამყვანმა თეა ადეიშვილმა გადაცემის დასკვნით სიტყვაში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს.

“თეა წულუკიანის კლასიკური გამონათქვამები ალბათ ბევრს კარგად ახსობვს, მათ შორის ბოლოს იყო ის, რომ ამოგშანთავთო, მედიას შეგვპირდა. ვერ შეგვაშინებთ ქალბატონო თეა. ზოგადად “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა” და ნუ იქნებით დაღრეჯილი, არ უხდება ეს ჩვენ ქვეყანას და არც ჩვენს კულტურას”, – აღნიშნა თეა ადეიშვილმა.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და თქვა: “დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია”.

კომენტარები
იტვირთება...