თეა ადეიშვილი გიორგი ვაშაძეს: ვეჭვობ, დავით აღმაშენებელი დაგთანხმებოდათ ამ სტრატეგიაში

ვეჭვობ, დავით აღმაშენებელი დაგთანხმებოდათ ამ სტრატეგიაში, – ასე მიმართა “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარის” წამყვანმა თეა ადეიშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს.

“ქართული პოლიტიკიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალური პრობლემების ნაცვლად სულ არის საუბარი ვინ ვისზე რა თქვა. გახარიამ რა თქვა ბიძინაზე, ბიძინამ რა თქვა მიშაზე, მიშამ რა თქვა გახარიაზე. ეს არ არის პოლიტიკა, პოლიტიკა არის ხალხისთვის”, – თქვა ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანი თეა ადეიშვილი მას ასეთი რეპლიკით მიმართავს: “თქვენ პარტიას “სტრატეგია აღმაშენებლი ჰქვია და ეჭვე მეპარება ახლა დავით აღმაშენებელი დაგთანხმებოდათ ამ სტრატეგიაში, რომ თქვენ ოპოზიცია ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას უნდა ესხმოდეთ თავს”.

“არა, მე არასოდეს ოპოზიციას თავს არ ვესხმი. “ნაცმოძრაობის” მთავარი პრობლემაა, რომ არ ვითარდება და ამის მტავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილია. შესაბამისად, რახან სააკაშვილი თავის რევანშისტულ რიტორიკას არ ცვლის, აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია მესამე ძალის გარეშე ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...