The Wall Street Journal: მექსიკასა და პოლონეთში „ფაიზერის“ ყალბი ვაქცინები გამოავლინეს

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა, მექსიკასა და პოლონეთში კორონავირუსის ვაქცინის ყალბი ვერსიები გამოავლინა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

მექსიკაში დაახლოებით 80-მა ადამიანმა მიიღო ყალბი ვაქცინა კლინიკაში. მათ დოზაში, დაახლოებით, 1 000 დოლარი გადაიხადეს. აღინიშნა, რომ ნაპოვნი ფლაკონები ყალბი ეტიკეტით იყო.

წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში გამოვლენილი ყალბი ვაქცინა სინამდვილეში ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყალბი ვაქცინა არავის მიუღია.

ფლაკონები პოლონეთისა და მექსიკის ხელისუფლებამ გამოავლინა გამოძიების ფარგლებში, რის შემდეგაც, Pfizer-მა დაადასტურა, რომ პრეპარატი ყალბი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...