The Voice Global-მა ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოში საუკეთესო ვაჟ მომღერლად დაასახელა

The Voice Global-მა ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოში საუკეთესო ვაჟ მომღერლად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია The Voice Global-ის youtube-ის არხზე ვრცელდება.

“მთელი მსოფლიოს მასშტაბით “ვოისის” შეფასებით – ტოპ 5 – საუკეთესო ბიჭი Voice-ში  პირველ ადგილს ვიკავებ, უდიდესი წარმატება, დიდი მადლობა”,-წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე. 

შეგიძლით იხილოთ ვიდეო, სადაც ალექსანდრე ზაზარაშვილი საბავშვო Voice-ის ისტორიაში საუკეთესო ვაჟ მომღერლადაა დასახელებული.

ამა წლის 8 ივლისს, უკრაინული “ვოისის” მე-5 სეზონის გამარჯვებული ქართული “რანინას” მონაწილე ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა.

ლექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, „რანინას“ მონაწილე იყო. ის „რანინას“ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილს კონკურსის შესარჩევ ეტაპზე ჟიურის ოთხივე წევრი შემოუბრუნდა. მისი ნამღერით აღფრთოვანებული დარბაზი ფეხზე წამოდგა, ჟიურიმ კი ცრემლი ვერ შეიკავა​. მან ინგლისური ჰიტი All by myself იმღერა, ხოლო შემდეგ ჟიურის თხოვნით, ქართული სიმღერა შეასრულა.

11 წლის ქართველი მომღერალი კონკურსის პირველი ეტაპიდანვე ფავორიტად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად