The Top Tens: საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა

ამერიკულმა ვებგვერდმა The Top Tens-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც სტუმრებს ათი საუკეთესო "საუკეთესო ცივილიზაციის" მქონე ქვეყანა უნდა დაესახელებინათ. ამომრჩეველთა შეფასებით, საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა.

მას წინ უსწრებს საბერძნეთი და ეგვიპტე. უძველესი ცივილიზაციების რეიტინგში შემდეგი პოზიციებს იკავებს: რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკი და სპარტის იმპერიები.

ბოლო ადგილზეა კელტები, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია. უძველესი ცივილიზაციების რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, ვებგვერდის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტული ქვეყნის შესახებ კომენტარების სახით საკუთარი მოსაზრებები დაეწერათ და ასევე დაესაბუთებინათ, თუ რატომ არის ქვეყანა უძველესი ცივილიზაციის.

საქართველოს შესახებ სამასზე მეტმა მომხმარებელმა დაწერა კომენტარი. ისინი აღნიშნავდნენ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ასევე მომხმარებლები ქართულ მრავალხმიანობასა და ცეკვებს ასახელებდნენ. მიმოხილვაში, საქართველო ასევე ვაზის სამშობლოდაა დასახელებული, ასევე ნახსენებია ოქროს საწმისი და პრომეთეს ცნობილი ლეგენდები.

კომენტარები
იტვირთება...