The Times: კონსერვატორები ტერეზა მეის გადადგომას მოითხოვენ

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე, გრემ ბრედი სამშაბათს, 23 აპრილს გეგმავს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის თანახმად, პარლამენტის წევრები მთავრობის ხელმძღვანელის მიმართ უნდობლობის გამოხატვის საკითხს კვლავ განიხილავენ.

როგორც წყარო აღნიშნავს, ამჟამად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო,
საპარლამენტო შტაბის 70% ტერეზა მეის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

20 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გერმანულ გაზეთ FUNKE Mediengruppe- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთმა შესაძლოა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს.

“არავინ იცის, როგორ მოხდება Brexit-ი, ეს დიდ გაურკვევლობას ქმნის. ჯერ კიდევ არსებობს იმის საშიშროება, რომ მკაცრი Brexit-ი იქნება და შესაძლოა, ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების მექანიზმის გარეშე დატოვოს”, – განაცხადა იუნკერმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება Brexit-ი, დიდმა ბრიტანეთმა 31 ოქტომბრამდე არსებული ვადა გონივრულად უნდა გამოიყენოს.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გავლის ვადას კიდევ ვეღარ გადაწევს.
“ჩვენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღს განუსაზღვრელი ვადით ვერ გადავწევთ, ბრიტანეთისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ევროკავშირთან არსებულ შეთანხმებას და ვადებს დათანხმდეს”, – განაცხადა იუნკერმა.
მანამდე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ წარდგენილი წინადადება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...