The Sunday Times: ტრამპმა მერკელს NATO-ს მომსახურებისთვის 300 მილიარდი ფუნტი გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ნატო-ს მომსახურებისთვის 300 მილიარდი ფუნტი გადასცა,-ინფორმაციას The Sunday Times გერმანიის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ლიდერმა ქაღალდი გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს გასულ კვირას, ვაშინგტონში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრისას გადასცა. გერმანელმა მინისტრთა ანონიმურობის დაცვის პირობით, ინციდენტს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

"ასეთი ზეწოლის მიზანი მეორე მხარის დაშინებაა, მაგრამ კანცლერმა იგი მშვიდად აიღო და პროვოკაციაზე არ წამოეგო", – განაცხადა მან. ტრამპი და მერკელი ერთმანეთს თეთრი სახლში ამა წლის 18 მარტს შეხვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ში შეხვედრა დადებითად შეაფასა, მაგრამ არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ ბერლინს, სავარაუდოდ, "ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების უზარმაზარი თანხა მართებს ".

დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ნატო-ს ქვეყნები დაფინანსების თაობაზე ვალდებულებებს არ იღებენ. ამჟამად, შეერთებული შტატები ალიანსის ფუნქციონე ირებისთვის ხარჯების დაახლოებით 70 ფარავს. მომდევნო დღეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ ბერლინს ალიანსში დავალიანება არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად