The Sunday Times: შესაძლოა, ბრიტანეთი Brexit-ის გამო სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს

ბრიტანეთი, შესაძლოა, სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, თუ იგი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sunday Times-ი სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ Brexit- ის შესაძლო “მძიმე” სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა პორტები კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, ეს ასევე ეხება ირლანდიასთან საზღვრის გამკაცრებას და სოციალური უსაფრთხოების ხარჯების ზრდას.

მინისტრთა კაბინეტის მიერ შედგენილ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ირლანდიის საზღვართან დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა მასობრივი პროტესტი და გზების გადაკეტვა გამოიწვიოს. თავის მხრივ, საზღვარზე შეფერხებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საწვავის მომარაგებაზე, რამაც შესაძლოა მისი მიწოდების თვალსაზრისით შეფერხება განაპირობოს.
დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ სატვირთო მანქანების 85%- ს შესაძლოა საფრანგეთის საბაჟოზე გადასვლის დროს შეფერხება შეექმნას. წინასწარი შეფასებით, პორტებში მნიშვნელოვანი შეფერხებები შესაძლოა სამ თვემდე გაგრძელდეს, სანამ მოძრაობა გაუმჯობესდება.

გარდა ამისა, მთავრობა ფიქრობს, რომ შესაძლოა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიხუროს და 2 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩეს. ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდა ასევე გავლენას მოახდენს სოციალური უსაფრთხოების სფეროზე, მცირე და მსხვილ მომწოდებლებზე. პირველი Brexit- ის მოქმედებას დაახლოებით ორიდან სამ თვემდე იგრძნობს, ეს უკანასკნელი კი დაახლოებით ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...