The Sunday Times: რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიადიდან მოიხსნას

რუსეთი, დოპინგთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის გამო, შესაძლოა მოიხსნას 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან, რომელიც ტოკიოში ჩატარდება. ამის შესახებ The Sunday Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, საუბარია რუს ათლეტ დანილა ლისენკოს შესახებ. არის ეჭვი, რომ მან დოპინგ-ტესტის გავლისას ცრუ ჩვენებები მისცა. სპორტსმენმა წინა წელს რამდენიმე დოპინგ-ტეტსი გამოტოვა და მას ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს, რომლის მიხედვითაც, იგი ავად იყო და ამიტომ ვერ გამოცხადდა შემოწმებებზე.

ეჭვი აგრეთვე არსებობს რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციასთან დაკავშირებითაც, რომელსაც შეეძლო, რომ სპეციალურად დაეფარა ლისენკოს დარღვევები დოპინგთან დაკავშირებით.

The Sunday Times აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ბრალდებები დამტკიცდება, რუსე სპორტსმენებს ოლიმპიადიდან მოხსნიან.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციამაც გააკეთა.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, ამასთან დაკავშირებით ეჭვების ქონის საბაბი ჩვენ არ გვაქვს”, – ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...