The Sun: “ჩელსის” ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ ოდოი გაუპატირების ბრალდებით დააკავეს

ლონდონის “ჩელსის” 19 წლის ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ ოდოი გაუპატიურების ბრალდებით (ზოგიერთი მედიის ცნობით ავტ:) დააკავეს, ეს მაშინ როდესაც მკაცრ იზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა ფეხბურთელმა საკუთარ სახლში მოდელი მიიწვია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ ფეხბურთელი ადგილზე დააკავა.

ამ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული მედია, მათ შორის The Sun.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მედია მხოლოდ ფეხბურთელის დაკავებაზე წერს და გაუპატიურების ბრალდებაზე არ საუბრობს. მაგალითად The Guardian-ის თანახმად, ფეხბურთელი მკაცრი იზოლაციის წესების დარღვევისთვის არის დაკავებული.

The Sun-ის ცნობით კი, პოლიციის ოფიცრები ფეხბურთელის პენტჰაუსში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოდელმა სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა. ფეხბურთელს შემდეგ თვემდე გირაო შეეფარდა და მიმდინარეობს გამოძიება. ჰადსონის საფეხბურთო კლუბმა – “ჩელსიმ” კომენტარზე უარი თქვა.

ცნობისთვის, ჰადსონ ოდოის მარტში კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა ის ამჟამად გამოჯანმრთელებულია და ის გეგმავს ვარჯიშს დაუბრუნდეს შემდეგ თვეში, როდესაც პრემიერ-ლიგის ფეხბურთელები ვარჯიშს განაახლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად