The New York Times-მა ბათუმი 2019 წელს მსოფლიოში მოსანახულებელ 52 ადგილს შორის დაასახელა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ბათუმი იმ 52 ადგილს შორის დაასახელა, რომელიც 2019 წელს უნდა მოინახულონ.

“საქართველოს მომხიბლავი დედაქალაქი, გასული ათწლეულის განმავლობაში ტურისტებით გაივსო. მაგრამ ბათუმი ზღვისპირა ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე მთაგორიანი ფერდობებით, რაც განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. რუსებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისა და ებრაელებისთვის უკვე პოპულარული თავშესაქცევი ქალაქი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ მისი გარდაუვალი აღმოჩენისთვის ემზადება“,-ნათქვამია წამყვანი გამოცემის სტატიაში.

NYT ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმში ძალიან ბევრი ახალი სასტუმროა, ხოლო საბაგირო პირდაპირ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება.

„ბათუმი კიდევ მეღვინეობით იქცევს ყურადღებას – საოჯახო  BQ ღვინის ბარსა და მიწისქვეშა ყარალაშვილის ღვინის მარანში სწორედ ისეთი ჩხავერის დაგემოვნებაა შესაძლებელი, რომლებსაც იოსებ სტალინი აღმერთებდა“,-ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...